მარტვილის მუნიციპალიტეტის ნაგებერაოს საჯარო სკოლაში მადლიერების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიების ორგანიზატორი ინგლისური ენის მასწავლებელი ნაზი ჩხარტიშვილი იყო. მასში მონაწილეობდნენ მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები.
ღონისძიება პროექტ „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში ჩატარდა. მასში აქტიურად ჩაერთო ამერიკის მშვიდობის კორპუსის მოხალისე, მალია ბერნარდი.
იხილეთ ფოტოები