ვალის N2 საჯარო სკოლის კლუბის წევრებმა უფროსკლასელებთან შიდსთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გამართეს
09-12-2019
ახალციხის მუნიციპალიტეტის ვალის N2 საჯარო სკოლაში კლუბ „ეკო-vision“- ის წევრებმა სკოლის უფროსკლასელებთან აივ/შიდსთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრა შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დაიგეგმა.
წინასწარ მომზადებულ საპრეზენტაციო მასალაზე დაყრდნობით მოსწავლეებმა შიდსის სიმპტომების, მზარდი სტატისტიკისა და გავრცელების შესახებ ისაუბრეს.
სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, თემატურმა ენერჯაიზერებმა შეხვედრა კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახადა. მისივე თქმით, მსგავსი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელდება მომავალშიც იგეგმება.
შეხვედრა „ჯანსაღი ცხოვრების წესის“ პროექტ-კვირეულის ფარგლებში შედგა.
1-ელი დეკემბერი შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს