სალიბაურის N2 საჯარო სკოლის პედაგოგებს მუნიციპალურ კონფერენციაში მონაწილეობისთვის სერტიფიკატები გადაეცათ
09-12-2019
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სალიბაურის N2 საჯარო სკოლის მასწავლებლებს, ვარდო ხოზრევანიძეს, ლია ტაკიძესა და ხათუნა ხალვაშს მასწავლებელთა V მუნიციპალურ კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებებისთვის სერტიფიკატები გადაეცათ.
სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი მასწავლებლებს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.
კონფერენცია - „სწავლა/სწავლების თანამედროვე მიდგომები“, ხელვაჩაურის რესურსცენტრის, ბათუმის მასწავლებელთა სახლისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით ჩატარდა და მასზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ბიოლოგიის, ქიმიის, ქართული ენისა და ლიტერატურის, ისტორიისა და მათემატიკის პედაგოგთა მოხსენებები წარმოადგინეს.
კონფერენცია ხელვაჩაურის რესურსცენტრის უფროსმა, ნევრესტან დიდმანიძემ გახსნა. პედაგოგებს ბათუმის მასწავლებელთა სახლისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების. კულტურისა და სპორტის წარმომადგენლებიც მიესალმნენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს