წონიარისის საჯარო სკოლის მხიარულთა და საზრიანთა გუნდმა რეგიონული მასშტაბით ჩემპიონის ტიტული მოიპოვა
09-12-2019
ქედის მუნიციპალიტეტის, წონიარისის საჯარო სკოლის მხიარულთა და საზრიანთა გუნდი - „ტანკი 862“ რეგიონული მასშტაბით გამართული ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ჩემპიონატში, რომლის ორგანიზატორი აჭარის ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი იყო, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის ნაკრები გუნდები მონაწილეობდნენ.