გვიშტიბის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
09-12-2019

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გვიშტიბის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები პროექტ ჩემი პირველი კომპიუტერის ფარგლებში პორტაბელური კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ.

დირექცია ულოცავს მოსწავლეებს  - მარიამ დეკანოსიძესა და ზაურ ჩირგაძეს დამსახურებულ ჯილდოს.

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, ზაურ ჩირგაძე ამჟამად ქუთაისის კადეტთა ლიცეუმში სწავლობს.

პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე).

პროგრამის მიზანი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერებაა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...