თბილისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები კომიქსების კონკურსში ჩაერთნენ
09-12-2019
თბილისის N2 საჯარო სკოლის VII-XI კლასის მოსწავლეები თემაზე - „ჯანსაღი ცხოვრების წესი“ გამოცხადებულ კომიქსების კონკურსში აქტიურად ჩაერთნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, 2019 წლის 15 ნოემბერს სასკოლო ტური ჩატარდა, შეფასების ჯგუფმა გამოავლინა 7 გამარჯვებული ნამუშევარი, რომელიც წარადგინა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრში.
კომიქსების კონკურსი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გამოაცხადა.