რიყეთის საჯარო სკოლაში პროექტი - „ჩვენ ვიცავთ ქუჩაში მოძრაობის წესებს“ განხორციელდა
06-12-2019
მალხაზ შავაძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის რიყეთის საჯარო სკოლაში სასწავლო სოციალური პროექტი - „ჩვენ ვიცავთ ქუჩაში მოძრაობის წესებს“ განხორციელდა.

პროექტი, მშობელთა ჩართულობით, მე-2 და მე-4 კლასებში ჩატარდა.

„სასწავლო სოციალური პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება ქუჩაში მოძრაობის წესებთან დაკავშირებით, სხვადასხვა საგზაო ნიშანთა დანიშნულების გაცნობა, თამაშის ელემენტებით გათავისება, რომ მოძრაობის წესების დაცვა სავალდებულოა”,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

პროექტს დაწყებითი კლასების მასწავლებელი მზიური კოჩალიძე ხელმძღვანელობდა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...