ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხევის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მიერ გამოცხადებულ მხატვრული კითხვისა და ხატვის კონკურსებში მონაწილეობდნენ.
„ჩემი სამყაროს ფერები“ ასეთი იყო კონკურსის თემა, რომელშიც მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ.
„ყველა მოსწავლემ დაიმსახურა სიგელი სხვადასხვა ნომინაციაში. მადლობას ვუხდით ჩვენს მოსწავლეებს და მათ პედაგოგებს, რომელთა ძალისხმევითაც იქნა მიღწეული ეს წარმატება“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.