ჯვარის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები დადიანების სასახლეში იმყოფებოდნენ
06-12-2019

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯვარის N1 საჯარო სკოლის  IV კლასის მოსწავლეები ექსკურსიაზე ზუგდიდში, დადიანების სახლ-მუზეუმში იმყოფებოდნენ.

ექსკურსია საგნის „მე და საზოგადოება“ სწავლების ფარგლებში ჩატარდა და მას პედაგოგი ნანა გოგოხია კლასის დამრიგებელ ნანა მეგრელიძესთან ერთად ხელმძღვანელობდა.

„მოსწავლეებში აღფრთოვანება გამოიწვია სასახლის დათვალიერებამ, იქ დაცულმა  სიძველეებმა, განსაკუთრებით დაინტერესდნენ წიგნსაცავით, ნაპოლეონის  ნიღბითა და ანდრია დადიანის  ნაქონი  ჭადრაკით.       

დავათვალიერეთ ზუგდიდის ტექნოპარკი.  მენეჯერმა, ანუკი ასათიანმა  გაგვაცნო ტექნოპარკის საქმიანობა  და მიმდინარე პროგრამები. ასევე შემოგვთავაზა სამდღიანი ტრენინგი ,,Little Bits"- (პატარა ფიგურები), რომლის დანიშნულებაა ფუნქციური მოწყობილობების შექმნა“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

მოსწავლეებისთვის დღე შთამბეჭდავი და სახალისო იყო.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...