ქუთაისის N12 სკოლაში მოსწავლეთა ორიგინალური ნამუშევრების გამოფენა მოეწყო
08-06-2017
ქუთაისის N12 სკოლის მე-5, მე-9 კლასის მოსწავლეებმა გამოფენა მოაწყვეს. გამოფენაზე სხვადასხვა მასალისგან შექმნილი კომპოზიციები იყო წარმოდგენილი. ვერცხლისფერი ბურთულები, სხვადასხვა ფერის ფურცლებისგან დამზადებული ყვავილები, ბისერები... ეს იმ მასალათა არასრული ჩამონათვალია, რაც მოსწავლეებმა ნამუშევრების შესაქმნელად გამოიყენეს.
''ძალიან ლამაზი და ორიგინალური ნაშრომები წარმოადგინეს მოსწავლეებმა. ყოველ მათგანში იგრძნობა კრეატიულობა და დახვეწილება,'' - აღნიშნეს მასწავლებლებმა.
გამოფენის ორგანიზატორები იყვნენ პედაგოგები ნატალია რუსაძე და ნინო მაკალათია.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს