ბაღდათის N1 საჯარო სკოლამ წარმატებული მოსწავლეების აღზრდისთვის მადლობის წერილი და დიპლომი მიიღო
06-12-2019
ბაღდათის N1 საჯარო სკოლის დირექციას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მაღალი აკადემიური შედეგების მქონე მოსწავლეების აღზრდისათვის სამადლობელო წერილი და დიპლომი გაუგზავნა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ხატია თორთლაძე და ლალი დენოსაშვილი შიდა სასწავლო გრანტით დააჯილდოვა.

სკოლის კურსდამთავრებულებმა, ხატია თორთლაძემ და ლალი დენოსაშვილმა, სკოლა წარჩინებით დაამთავრეს და ოქროს მედალი დამსახურებულად მიიღეს.

ბაღდათის N1 საჯარო სკოლა ხატიასა და ლალის მორიგ წარმატებას ულოცავს და მათ წინსვლას უსურვებს.  

„საამაყო და სასიამოვნოა, როცა სკოლის კურსდამთავრებულები, რომელთაც სკოლაში სწავლისას უკვე არაერთი გზით დაამახსოვრეს თავი, არამარტო სასკოლო საზოგადოებას, არამედ მთელს მუნიციპალიტეტს თავიანთი ცოდნითა და კრეატიულობით, კვლავ სიამაყით განაგრძობენ სტუდენტურ ცხოვრებას“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...