სათხის საჯარო სკოლაში ღონისძიება -„ოქროს შემოდგომა“ ჩატარდა
06-12-2019

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სათხის საჯარო სკოლაში ღონისძიება - „ოქროს შემოდგომაჩატარდა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მე-2 და მე-3 კლასელები. ღონისძიების ორგანიზატორები კი იყვნენ კლასების დამრიგებლები კატია ჩახოიანი და გოჰარ ავაკიანი.

ღონისძიება ლამაზად მორთულ სააქტო დარბაზში ჩატარდა. მოსწავლეებმა მაყურებლებს საშემოდგომო განწყობა შეუქმნეს, წაიკითხეს ლექსები სომხურ, ქართულ და ინგლისურ ენებზე, ასევე სიმღერები (სომხურ და ქართულ ენებზე). მოსწავლეებმა შეასრულეს ცეკვები და დადგეს სპექტაკლი.

სკოლის დირექტორმა ორგანიზატორებს ღონიძიების მაღალ დონეზე ჩატარებისათვის მადლობა გადაუხადა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...