ფლევის საჯარო სკოლაში უოლტ დისნეის დაბადების დღე აღნიშნეს
06-12-2019

ხაშურის მუნიციპალიტეტის ფლევის საჯარო სკოლაში მხატვარ-მულტიპლიკატორის, უოლტ დისნეის დაბადების დღე აღნიშნეს.

 სკოლაში ბავშვების საყვარელი მხატვარი გაიხსენეს და მასთან დაკავშირებით კედლის გაზეთები დაამზადეს. მოსწავლეები აქტივობაში მონდომებით ჩაერთნენ.

პედაგოგმა მოსწავლეებს უოლტ დისნეის ცნობილი გამონათქვამებიც შეახსენა:

„ოცნებები ხდება, თუ შეგიძლიათ მამაცურად მიჰყვეთ მას“.

„დისნეილენდი არასდროს იქნება დასრულებული.  ის გაიზრდება, სანამ სამყაროში იარსებებს ფანტაზია“.

 იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...