ორჯის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეებმა თავიანთი სოფლის შესახებ წიგნი გამოსცეს
06-12-2019
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ორჯის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეებმა, ტათევ ხოცანიანმა და გრიშა ალმასიანმა, 3 თვის განმავლობაში სხვადასხვა წყაროდან თავიანთი სოფლის შესახებ ინფორმაცია შეაგროვეს და წიგნი სახელად - „ორჯა იმ ორრან“ გამოსცეს.

წიგნის პრეზენტაცია 2 დეკემბერს გაიმართა. იგი ამჟამად სომხურ ენაზეა დაბეჯდილი, თუმცა ავტორები მომავალში ქართული და რუსული ვერსიების გამოქვეყნებასაც გეგმავენ.

სკოლის ადმინისტრაციამ წიგნის ავტორებს წარმატებებს უსურვებს. მათი თქმით, ხოცანიანი და ალმასიანი "ძალიან შრომისოყვარე და ცნობისმოყვარე მოსწავლეები არიან".

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...