„პატივი ეცით სიბერეს, ის თქვენი მომავალია“ - ზედა განთიადის საჯარო სკოლაში ღონისძიება ჩატარდა
06-12-2019
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, ზედა განთიადის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა, მერი ჩიბურდანიძემ, საზეიმო საღამო - „პატივი ეცით სიბერეს, ის თქვენი მომავალია“ ჩაატარა.

სკოლის დირექციამ ღონისძიებაზე დასასწრებად სოფლის უხუცესები მოიწვია.

მოსწავლეებმა მოხუცები ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვებით გაახალისეს და ყველამ ერთად მათი ახალგაზრდობა და ღვაწლი გაიხსენეს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203