აწყურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სხვადასხვა კონკურსებსა თუ სპორტულ და ინტელექტუალურ შეჯიბრებებში წარმატება მოიპოვეს
06-12-2019
ახმეტის მუნიციპალიტეტის, აწყურის საჯარო სკოლამ ნოემბის თვე წარმატებებით დაასრულა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, აწყურის საჯარო სკოლას საამაყო მოსწავლეები რომ ჰყავს სილამაზით, ნიჭიერებით და წიგნიერებით გამორჩეულები ეს კიდევ ერთხელ დაადასტურეს ნოემბერში გამართულ სხვადასხვა კონკურსებსა თუ სპორტულ და ინტელექტუალურ თამაშებზე.
სკოლის გუნდმა - „კომეტამ“ ინტელექტუალურ შეჯიბრში, რომელიც ახმეტა-თელავის მაჟორიტარი დეპუტატის, გელა სამხარაულის ინიციატივით, ახმეტის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით ჩატარდა, პირველი ადგილი დაიკავა. სკოლის გუნდი გარდამავალი პრიზითა და სიგელებით დაჯილდოვდა. ინტელექტუალურ კონკურსში - „რა, სად, როდის“, 13 სკოლა მონაწილეობდა.
კიდევ ერთ წარმატებას სკოლის გოგონათა გუნდმა მიაღწია. ფრენბურთელმა გოგონებმა მუნიციპალურ თამაშებში პირველი ადგილი დაიკავეს. სკოლის გოგონათა გუნდმა პირველი ადგილის დაკავება გეზრბენში ჩატარებულ შეჯიბრშიც მოახერხა.
აწყურის საჯარო სკოლის მოსწავლეები მხოლოდ სპორტული მიღწევებით არ გამოირჩევიან. მოსწავლემ, ანი ნახუცრიშვილმა სილამაზის კონკურსში გაიმარჯვა და „მის თელავი“ გახდა. იხილეთ ფოტოები
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს