„დავეხმაროთ მრავალშვილიან დედას“ - ჭელიაღელის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სოციალური პროექტი განახორციელეს
06-12-2019
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის, ჭელიაღელის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სოციალური პროექტი - „დავეხმაროთ მრავალშვილიან დედას“ განახორციელეს.
სკოლის ინფორმაციით, „ამ პროექტის მიზანი თანადგომის, ზრუნვის, ტრადიციების, ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება, სხვისი გასაჭირის გაზიარება, ტოლერანტობისა და ემპათიის გამოწვევა იყო“.
მოსწავლეებმა ტანსაცმელი, საკვები პროდუქტები და ტკბილეული შეაგროვეს. შემდეგ კი ბენეფიციარებს ესტუმრნენ და შეგროვილი პროდუქტები გადასცეს.
„მოსწავლეებმა დაინახეს, რამდენად მნიშვნელოვანია, გამოხატონ სითბო და თანადგომა იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ეს მეტად სჭირდება“, - წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს