
საჩხერის მუნიციპალიტეტის მახათაურის საჯარო სკოლაში წიგნიერების კვირეული ჩატარდა.
სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, კვირეული ბიბლიოთეკაში ჩატარდა და თემა იყო - „შევაყვაროთ ბავშვებს კითხვა“.
დაწყებითი კლასის მასწავლებლები, მოსწავლეებთან ერთად, მთელი კვირის განმავლობში სტუმრობდნენ ბიბლიოთეკას. მათ წაიკითხეს სხვადასხვა ნაწარმოები და ერთმანეთს საკუთარი აზრები გაუზიარეს.
იხილეთ ფოტოები