ჭაბუკიანის სკოლის პირველკლასელებმა ''დედაენა'' მხიარულად გააცილეს
08-06-2017

ჭაბუკიანის სკოლის პირველკლასელებმა მხიარულად გააცილეს ''დედაენა'' და მეორე კლასში გადასასვლელად მოემზადნენ.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს ანბანის თემატიკასთან დაკავშირებული ლექსები, სიმღერები და ქართული ხალხური ცეკვები.

ზეიმი მიზნად ისახავდა მოსწავლეებში სასცენო ხელოვნების ელემენტების დაუფლებას, სამეტყველო უნარების განვითარებას, მხატვრული და ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბებას.

პირველი სასწავლო წლის წარმატებით დასრულებისათვის მოსწავლეებს სიგელები გადაეცათ.

ღონისძიება თოილარ ფოლადაშვილისა და შორენა ღვალაძის ორგანიზებით ჩატარდა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...