იყალთოს საჯარო სკოლაში შშმ პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
06-12-2019

თელავის მუნიციპალიტეტის იყალთოს საჯარო სკოლაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

საინფორმაციო შეხვედრაზე IV-V კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

„მათ წარმოადგინეს პრეზენტაციები თემებზე -  „ინკლუზიური განათლება სკოლაში“ და „ვინ ითვლებიან შშმ და სსსმ პირებად და რა უფლებები აქვთ მათ“.

მოსწავლეებმა შშმ პირებზე უყურეს საინფორმაციო კლიპებს და ამავე თემაზე შექმნეს ნახატები“, - აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

ინფორმაციული შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ სპეც. მასწავლებლები - ლელა ბოშაშვილი და თინათინ კუკუნაშვილი. ასევე IV კლასის დამრიგებელი ნატალია გიგოლაშვილი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203