ლესის საჯარო სკოლას სახალხო მთქმელი დიმიტრი ბერიძე ეწვია
06-12-2019
გიორგი ლომაძის სახელობის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ლესის საჯარო სკოლის მეხუთე კლასში სადამრიგებლო საათი ჩატარდა, სადაც ლესაში მცხოვრები სახალხო მთქმელი დიმიტრი ბერიძე ჰყავდათ მიწვეული.
მოსწავლეებმა დიმიტრი ბერიძის ლექსები წაიკითხეს და მას შეკითხვები დაუსვეს. დიმიტრი ბერიძეს ახლახანს 80 წელი შეუსრულდა.
„ბავშვებს აგრეთვე სტუმრობდნენ პოეტის მეგობრები პოეტი ქალბატონები ნაზი გალოგრე და ნანა შაინიძე, ოჯახის წევრები, თემურ ფირცხალაიშვილის სახლ-მუზეუმის თანამშრომლები, დირექტორი ქალბატონი დარეჯან ბიწაძე“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
სადამრიგებლო საათი პედაგოგმა ნანა თავდიშვილმა ჩაატარა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, შეხვედრის შესახებ დიმიტრი ბერიძემ მშვენიერი ლექსი შექმნა და თავის წიგნთან ერთად მოსწავლეებს გაუგზავნა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს