შაშიანის საჯარო სკოლამ უნივერსიტეტის რექტორისგან დიპლომი და მადლობის ბარათი მიიღო
06-12-2019

გურჯაანის მუნიციპალიტეტის შაშიანის საჯარო სკოლამ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისგან დიპლომი და მადლობის ბარათი მიიღო.

„ანი კაკიაშვილმა ჩვენი სკოლა 2018-2019 სასწავლო წელს ოქროს მედალზე დაამთავრა და აღნიშნული უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. ანიმ მოიპოვა სახელმწიფო დაფინანსება და ამავე დროს შიდა სასწავლო გრანტი.

მშობლიური სკოლა ამაყობს თავისი კურსდამთავრებულით და უსურვებს შემდგომ წარმატებებს! ეს ის ანია, რომელიც 2017 წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ეტალონი მოსწავლე გახდა“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203