წერეთლის საჯარო სკოლაში ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 182-ე წლისთავს ღონისძიება მიუძღვნეს
06-12-2019
მარნეულის მუნიციპალიტეტის წერეთლის საჯარო სკოლაში ცნობილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ილია ჭავჭავაძის, დაბადების დღე ღონისძიებით აღნიშნეს.

მოსწავლეებმა ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფიულ დეტალებზე პრეზენტაციები მოამზადეს და საქართველოს ისტორიაში ილია ჭავჭავაძის როლზე ისაუბრეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები ღონისძიებით ძალიან დაინტერესდნენ და აქტიურად ჩაერთნენ. ღონისძიებამ ნაყოფიერად ჩაიარა.

ილია ჭავჭავაძე 1837 წლის 8 ნოემბერს, ყვარელში, დაიბადა.

იხილეთ ფოტოები        
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203