წონიარისის საჯარო სკოლის მხიარულთა და საზრიანთა გუნდი მუნიციპალიტეტის სასკოლო ჩემპიონატის გამარჯვებულია
06-12-2019
ქედის მუნიციპალიტეტის, წონიარისის საჯარო სკოლის მხიარულთა და საზრიანთა გუნდი მუნიციპალიტეტის მასშტაბით გამართული სასკოლო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.
ჩემპიონატში მუნიციპალიტეტის 5 გუნდი მონაწილეობდა.
გუნდები ჟიურის წევრებმა, ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით მიქელაძემ, მან-სან-კანის ფედერაციის ხელმძღვანელმა, სოფო ბანძავამ, ქედის მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა, არჩილ ბეჟანიძემ შეაფასეს.
წონიარისის საჯარო სკოლის გუნდმა ჩემპიონის ტიტული და ბათუმში გასამართ რეგიონულ ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.
ჩემპიონატი აჭარის ახალგაზრდობის რეგიონალური ცენტრის პროგრამის ფარგლებში იმართება და მუნიციპალიტეტში მისი მხარდამჭერი ქედის მერიაა.
სკოლა თავის გუნდს - „ტანკი 862-ს“ წარმატებებს უსურვებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს