წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ხეები დარგეს
05-12-2019
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლეებმა ხეები დარგეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა ხეები სკოლის მრგვალ ბაღში დარგეს. გარემოსდაცვითი აქციით მოსწავლეები კმაყოფილები დარჩნენ.

„V კლასი გამოირჩევა თავისი აქტიურობით (დამრიგებელი ნ. ჭოლოკავა, მასწავლებელი ფ.გიორხელიძე). „ჩვენი საქართველოს“ სწავლების ფარგლებში ამჯერად მოსწავლეები სკოლის მრგვალ ბაღს ესტუმრნენ. კვლავ გააგრძელეს ხეების დარგვა, თავიანთ თავზე აიღეს მათზე ზრუნვა. ისინი ბუნების ნამდვილი ქომაგები არიან“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები  
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203