ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები თბილისში ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრს სტუმრობდნენ
05-12-2019
ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები თბილისში ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრსა და 112-ს სტუმრობდნენ.
ვიზიტი პროექტის ფარგლებში შედგა და მის მთავარ თემებს, სკოლის ინფორმაციით, საქართველოში მცხოვრები ხალხის ევროკავშირში ინტეგრაცია და უსაფრთხოება წარმოადგენდა.
შეხვედრა საინტერესო, ინფორმაციული და სახალისო გამოდგა.