დაბა თიანეთის N1 საჯარო სკოლამ უნივერსიტეტის რექტორისგან მადლობის წერილი მიიღო
05-12-2019

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ილიას ჩილოღლუმ დაბა თიანეთის N1 საჯარო სკოლას მადლობის ფურცელი გაუგზავნა.

მადლობის წერილში აღნიშნულია, რომ სკოლის კურსდამთავრებულებმა - ანა არდოტელმა და გიორგი ხუზმიაშვილმა მოიპოვეს დაფინანსება და ისარგებლებენ უნივერსიტეტის შიდა სასწავლო გრანტით.

სკოლამ რექტორისგან დიპლომიც მიიღო ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მაღალი აკადემიური შედეგის მქონე მოსწავლეების აღზრდისთვის.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203