მარტყოფის N2 საჯარო სკოლის დირექტორმა უნივერსიტეტის რექტორისგან მადლობის წერილი მიიღო
05-12-2019

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მარტყოფის N2 საჯარო სკოლის დირექტორს - ელისაბედ(მარიკა) ჩქარეულს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ილიას ჩილოღლუმ მადლობის ფურცელი გაუგზავნა.

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა დირექტორს მადლობის ფურცელი სკოლის კურსდამთავრებულის - სოფიკო სალთხუციშვილის, როგორც ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდა ლიდერის მომზადებისთვის გაუგზავნა, ხოლო სკოლა დიპლომით დააჯილდოვა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მაღალი აკადემიური შედეგის მქონე მოსწავლეების აღზრდისთვის.

„ბატონი ილიასი ასევე  მადლობას უხდის  პედაგოგებს, რომლების გარეშეც ახალგაზრდების აღზრდა შეუძლებელია. სკოლა მადლიერი და ამაყია სოფიკოს წარმატებებით, კიდევ ერთხელ ულოცავს მას და უსურვებს ღირსეული ადგილის დამკვიდრებას საზოგადოებრივ ცხოვრებაში“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203