ქვედა საზანოს N1 საჯარო სკოლამ წარმატებული მოსწავლეების აღზრდისთვის მადლობის სერტიფიკატი მიიღო
06-12-2019
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, ქვედა საზანოს N1 საჯარო სკოლას საქართველოს უნივერსიტეტი წარმატებული მოსწავლეების, მილენა კობახიძისა და ნიკა სამხარაძის, აღზრდისათვის მადლობას უხდის.

საქართველოს უნივერსიტეტმა სკოლას მადლობის სერტიფიკატი და ფასიანი საჩუქარი გაუგზავნა: „საქართველოს უნივერსიტეტმა ფასიანი საჩუქრით (რომელსაც ამშვენებს წარწერა: N1 მასწავლებელი) მადლიერება გამოხატა ამ მოსწავლეების აღმზრდელი მასწავლებლისადმი, მათი კლასის დამრიგებელ მზია დევიძისადმი“, - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სკოლა ამაყობს თავისი მოსწავლეების მიღწევებით და მათ მორიგ წარმატებებს უსურვებს.

იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203