
ქარელის მუნიციპალიტეტის ზემო ხვედურეთის საჯარო სკოლის პირველ კლასში ღონისძიება - „შემოდგომის გაცილება“ ჩატარდა.
მოსწავლეებმა წამოთქვეს ლექსები წელიწადის დროებზე, იცეკვეს, იმღერეს. ზეიმის ბოლოს კი ამოავლეს ჩურჩხელები.
ღონისძიებას კლასის პედაგოგი მზია ჯავახიშვილი ხელმძღვანელობდა.
დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის საზეიმო დღე დაუვიწყარი იყო.
იხილეთ ფოტოები