ქვედა საზანოს N1 საჯარო სკოლაში შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება ჩატარდა
09-12-2019
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, ქვედა საზანოს N1 საჯარო სკოლაში შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება ჩატარდა.

ღონისძიება სამოქალაქო განათლების პროგრამის - „მომავლის აქტიური თაობა“, სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელ თეა სამხარაძის, სსსმ მოსწავლეთა სპეციალური მასწავლებლების, ხათუნა ღვალაძისა და ია კობახიძის ხელმძღვანელობით განხორციელდა.

მოსწავლეებმა წარწერით - „შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს“ პლაკატი დაამზადეს.

ღონისძიება მიეძღვნა შშმ პირთა საერთაშორისო დღეს, რომელიც 3 დეკემბერს აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...