თერჯოლის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები „ტანსაცმლის დამზადების საწყისებს“ სწავლობენ
06-12-2019
თერჯოლის N1 საჯარო სკოლასა და აკაკი წერეთლის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

თანამშრომლობის მიზანი სკოლის მოსწავლეებში შრომითი უნარების განვითარების მიზნით კურსის - „ტანსაცმლის დამზადების საწყისები“ დანერგვა და განხორციელებაა.

„კურსი მიმართულია მოსწავლეებში განავითაროს ხედვა ტანსაცმლის დიზაინის თანამედროვე მიდგომებზე, რაც ხელს შეუწყობს მათ მოტივირებას სწავლა განაგრძონ დიზაინის, ინჟინერიისა და მონათესავე მიმართულებების პროფესიულ ან/და უმაღლესი განათლების პროგრამებზე“, - ნათქვამია სკოლის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

„ტანსაცმლის დამზადების საწყისებს“ სკოლაში VIII-IX კლასის 12 მოსწავლე გადის. გაკვეთილებს წერეთლის უნივერსიტეტის მაღალკვალიფიციური პედაგოგი, შორენა ჩაფიძე, უძღვება. გაკვეთილები პრაქტიკული უნარების შეძენაზე, მარტივი, კეთებაზე ორიენტირებული ხერხებითა და მრავალჯერადი გამეორებითაა დაგეგმილი.

პროექტის ფარგლებში სკოლას მოწყობილობები და მასალები გადაეცა, მოეწყო შესაბამისი კაბინეტი.

მოსწავლეები სწავლებაში ინტერესით არიან ჩართულები და როგორც სკოლის ინფორმაციაშია ნათქვამი, „შექნილი ნიმუშებით თავს იწონებენ“.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203