ჭელიაღელის საჯარო სკოლაში სოციალური და გარემოსდაცვითი პროექტები განხორციელდა
05-12-2019

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ჭელიაღელის საჯარო სკოლა მცირეკონტიგენტიანია. სკოლაში სულ დასაქმებულები არიან სკოლის დირექტორი და 8 პედაგოგი, აქედან 4 სერთიფიცირებული უფროსი მასწავლებელია.

სკოლას არის საბაზო საფეხურის და მას 7 მოსწავლე ჰყავს.

„მიუხედავად მოსწავლეების სიმცირისა, აქტიურად არიან ბავშვები ჩართულნი სასკოლო ღონისძიებებში, სპორტულ შეჯიბრებებსა და პროექტებში. 

ოქტომბრის და ნოემბრის თვეში განვახორციელეთ  პროექტები: „გაუფრთხილდეთ ბუნებას“ და „დავეხმაროთ მრავალშვილიან დედას“.

ღონისძიების „გაუფრთხილდეთ ბუნებას“  მიზანი იყო მოსწავლეებში ეკოლოგიური თვითშეგნების ამაღლება, ბუნებისადმი სიყვარული, შემოქმედებითი,  საკომუნიკაციო და პრაქტიკული უნარ- ჩვევების განვითარება.

პროექტში მონაწილეობდა სკოლის ყველა მოსწავლე და მასწავლებელი.

მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია რაჭაში არსებული მარადმწვანე მცენარეების შესახებ. ასევე მის მნიშვნელობაზე და მოვლა-პატრონობაზე. გააკეთეს პრეზენტაცია და დარგეს მცენარეები სკოლის ეზოში“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

 იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203