
მარნეულის მუნიციპალიტეტის ხოჯორნის საჯარო სკოლის ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებელმა ანაიტ ვერმიშიანმა მე-2 და მე-4 კლასკომპლექტში ღია გაკვეთილი როლური თამაშის მეთოდის გამოყენებით ჩაატარა.
სასწავლო პროცესში მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ. მათთვის გაკვეთილი სახალისო და საინტერესო იყო.
გაკვეთილს მშობლები, სკოლის დირექტორი და სხვადასხვა საგნის მასწავლებლები ესწრებოდნენ.
იხილეთ ფოტოები