დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლას ახალი კომპიუტერები გადაეცა
05-12-2019

დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან 8 ახალი კომპიუტერი გადაეცა კომპიუტერული ლაბორატორიის აღჭურვისთვის.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ეს სკოლას საშუალებას მისცემს სრულყოფილად ჩაატაროს დაიგნოსტიკური ფუნქციის გამოცდები, აგრეთვე უზრუნველყოს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწავლების მაღალი ხარისხი.

სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერისათვის, აგრეთვე მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს ქალბატონ მაკა გულორდავას ობიექტურობისა და თანადგომისათვის.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203