აწყურის საჯარო სკოლაში „თანასწორობის კვირეულის“ ფარგლებში საინტერესო ღონისძიება ჩატარდა
05-12-2019
ახალციხის მუნიციპალიტეტის აწყურის საჯარო სკოლის თვითმმართველობის ორგანიზებით, „თანასწორობის კვირეულის“ ფარგლებში, საინტერესო ღონისძიება ჩატარდა.
VII-XI კლასის მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოების წინაშე სხვადასხვა ქვეყნების შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს და მათი კულტურა გააცნეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ეს მოსწავლეებისათვის კიდევ ერთი პატარა ნაბიჯი იყო ტოლერანტობისა და თანასწორობის არსის გააზრებისთვის.
სკოლის დირექციამ სკოლის თვითმმართველობის ხელმძღვანელს, ლიკა გაჩეჩილაძეს და ყველა ჩართული კლასის მოსწავლეს, ასევე მათ დამრიგებლებს, საინტერესო და სახალისო ღონისძიებისათვის მადლობა გადაუხადა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს