ვალის N2 საჯარო სკოლაში მაკულატურის შეგროვებისა და ჩაბარების აქცია-აქტივობა ჩატარდა
05-12-2019

ახალციხის მუნიციპალიტეტის ვალის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კლუბის ეკო-vision აქტიური წევრებისა და სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით, თემის ფარგლებში, მაკულატურის შეგროვებისა და ჩაბარების აქცია-აქტივობა განახორციელეს.

 „მას შემდეგ, რაც „ეკო მოსწავლეებმა“ ჯერ სკოლის მასშტაბით მოგროვებული მაკულატურა ჩააბარეს, ქალაქ ვალის N3 არაქართულენოვან, საჯარო სკოლას ეწვივნენ დაა თანატოლებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს სკოლის ადმინისტრაციის მიერ შეგროვებული მაკულატურის ჩაბარებაში მოგვიანებით კი, დასახლების მასშტაბით, ძველი წიგნების ჩაბარების მსურველი ოჯახები მოინახულეს და სასურველი მომსახურების მიღებაში დახმარება გაუწიეს.

აღნიშნული აქტივობა სკოლამ უკვე მეოთხედ განახორციელა და ჯამში 1765 კგ მაკულატურის ჩაბარება შეძლო, ამჯერად პროცესის ინიციატორები უკვე სკოლის მოსწავლეები იყვნენ, რომლებმაც პროცესს სხვა მასშტაბები მისცეს“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203