ბოშურის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა სტატუსი აიმაღლეს
05-12-2019
გორის მუნიციპალიტეტის, ბოშურის საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ და კარიერულ წინსვლაზე ზრუნავენ.
სკოლის პრაქტიკოსმა პედაგოგებმა უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვეს.
სკოლის დირექცია ყველა მასწავლებელს ულოცავს და წარმატებებს უსურვებს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.