ჭვანის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები კომპიუტერებით დასაჩუქრდნენ
05-12-2019
შუახევის მუნიციპალიტეტის ჭვანის საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს, მარიკა ქათამაძეს, მარიამ ქათამაძეს, ლაშა ამაღლობელს და ირაკლი ამაღლობელს საჩუქრად პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.
სკოლა ულოცავს მოსწავლეებს და მომავალშიც წარმატებებს უსურვებს.
წარმატებულ მოსწავლეებს კომპიუტერებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში გადასცემს.
პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა. პროგრამის მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს