რცხმელურის საჯარო სკოლის პედაგოგი იზა ჩაკვეტაძე მუსიკის საუკეთესო მასწავლებლის კონკურსის ფინალში მოხვდა
05-12-2019
ლენტეხის მუნიციპალიტეტის, რცხმელურის საჯარო სკოლის მუსიკის პედაგოგი, იზა ჩაკვეტაძე, მუსიკის საუკეთესო მასწავლებლის კონკურსში ჩაერთო და ექვს ფინალისტს შორის მოხვდა.
მუსიკის მასწავლებელმა ჩაატარა გარე დაკვირვების გაკვეთილი, რომელსაც ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიმართულების ხელმძღვანელი, ნანა ვალიშვილი და მასწავლებელთა სახლის მუსიკის ექსპერტ-კონსულტანტი, რუსუდან თაყაიშვილი, დაესწრნენ.
მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისა და წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის გამოვლენისათვის კონკურსს, ტრადიციულად, მასწავლებელთა პროფესიული განვითრების ცენტრი ატარებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს