„ერთად დავიცვათ გარემო და გადავარჩინოთ ჩვენი პლანეტა“ - ძირკვაძეების საჯარო სკოლაში საწრეო მუშაობა ჩატარდა
05-12-2019
ხულოს მუნიციპალიტეტის, ძირკვაძეების საჯარო სკოლის II-IV კლასებში თემაზე - „ერთად დავიცვათ გარემო და გადავარჩინოთ ჩვენი პლანეტა“ ბუნებაში რიგით მე-2 საწრეო მუშაობა ჩატარდა.

„მოსწავლეებმა ისაუბრეს და შეთანხმდნენ, რომ ადამიანს საცხოვრებლად სუფთა და ჯანსაღი გარემო სჭირდება. ეს ნიშნავს, რომ ჰაერი, საკვები და წყალი სუფთა უნდა იყოს“, - წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

სკოლის ინფორმაციით, მოსწავლეებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორია ნარჩენებისგან დაასუფთავეს და ამით ბუნების გადარჩენაში თავიანთი მცირე წვლილი შეიტანეს.  

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...