ღვანკითის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
05-12-2019

გურამ ქარქაშაძის სახელობის, თერჯოლის მუნიციპალიტეტის ღვანკითის საჯარო სკოლის წარჩინებულ ექვს მოსწავლეს საჩუქრად პორტაბელური კომპიუტერები გადაეცა.

სკოლის დირექცია ულოცავს X კლასელებს: მარიამ გავაშელაშვილს; ბარბარე ხაჭაპურიძეს; ბექა სარდანაძეს; ნიკოლოზ მდინარაძეს; ქრისტინე რობაქიძესა და თემურ ქარქაშაძეს დამსახურებულ ჯილდოს.

წარმატებული X კლასელების დამრიგებელი ეთერ ტურავაა.

„სკოლის დირექცია და მასწავლებლები იზიარებენ მათ სიხარულს, ულოცავენ ერთობლივად მიღწეულ ამ დიდ წარმატებას“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე).

პროგრამის მიზანი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერებაა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...