ლესის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა სახალისო და მრავალფეროვანი აქტივობებით დაიწყეს
05-12-2019
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, ლესის საჯარო სკოლის პირველკლასელებს ანბანის სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით სახალისო და საინტერესო აქტივობებით დატვირთული გაკვეთილი ჩაუტარდათ. 

სასწავლო პროცესს მასწავლებელი ნაირა უგრეხელიძე ხელმძღვანელობდა. პედაგოგმა გაკვეთილზე მრავალფეროვანი სასწავლო რესურსი გამოიყენა. 

„პირველი საანბანო გაკვეთილი სკოლის პირველ კლასში - შეხვედრა ,,აი ია"-სთან. დღევანდელი დღე არასდროს დაავიწყდებათ ბავშვებს“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...