ანდრიაწმინდის სკოლის მოსწავლეებისთვის, ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებულ საჭადრაკო კონკურსში მონაწილეობა, წარმატებული აღმოჩნდა.
კონკურსში პირველ და მეორე ადგილზე ანდრიაწმინდის სკოლის მოსწავლეები გავიდნენ. პირველობა მოიპოვა XI კლასელმა შოთა ზედგინიძემ, ხოლო მეორე ადგილზე გავიდა VIII კლასის მოსწავლე ვახტანგ ინასარიძე.
''ძალიან საამაყოა, რომ ჩვენი სკოლიდან ორმა მოსწავლემ ასეთ დიდ წარმატებას მიაღია. პირველი და მე-2 ადგილის მფლობელები ჩვენი მოსწავლეები არიან, ვულოცავთ მათ ამ გამარჯვებას, ცხოვრების ყველა ეტაპზე წარმატებებს ვუსურვებთ,'' - აღნიშნეს ანდრიაწმინდის სკოლის მასწავლებლებმა.