წერეთლის საჯარო სკოლაში ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს ღონისძიება მიუძღვნეს
05-12-2019
მარნეულის მუნიციპალიტეტის წერეთლის საჯარო სკოლაში ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა ტოლერანტობის თემაზე პლაკატები დაამზადეს და თემატური სიტყვები წარმოთქვეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები ღონისძიებაში დიდი აქტიურობით ჩაერთნენ. ღონისძიებამ კი ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.

16 ნოემბერს მსოფლიო ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...