„ჩვენი უფლებები უზენაესია“ - თბილისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტი განახორციელეს
05-12-2019
თბილისის N2 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების მასწავლებლის, ელისო ფიცხელაურის, ხელმძღვანელობით პროექტი - „ჩვენი უფლებები უზენაესია“ განახორციელეს.

მოსწავლეებმა პრეზენტაციები, პოსტერები და პლაკატები შექმნეს და წარმოადგინეს.

„გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ 1989 წლის 20 ნოემბერს მიღებულმა „ბავშვის უფლებათა კონვენციამ“ შეცვალა ბავშვების აღქმაცა და მათდამი დამოკიდებულებაც - ბავშვები არიან განსაკუთრებული უფლებების მქონე ადამიანები და არა ქველმოქმედების მხოლოდ პასიური ობიექტები. კონვენცია აღიარებს, რომ ბავშვებს განსაკუთრებული ზრუნვა და დაცვა სჭირდებათ“, - ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...