ჯურხა ნადირაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის საირხის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების კლუბმა სკოლაში ოჯახის ექიმი მიიწვია.
ოჯახის ექიმმა მოსწავლეებს მათთვის სასარგებლო და საინტერესო თემებზე ესაუბრა. საუბრის თემა ძირითადად ეხებოდა ჯანსაღი ცხოვრების წესს, გარდატეხის ასაკში არსებულ ემოციურ პრობლემებს, რისკებსა და საფრთხეებს.