ბალღოჯიანის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტუალურ შეჯიბრში მონაწილეობდნენ
05-12-2019
ყვარლის მუნიციპალიტეტის ბალღოჯიანის საჯარო სკოლის მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები ინტელექტუალურ შეჯიბრში „ტვინების ბრძოლა“ მონაწილეობდნენ.
რეგიონალურ შეჯიბრებაში სკოლის გუნდი „ნიკე“ მეორე ადგილზე გავიდა და ფინალურ ეტაპზე გადავიდა.
„შეჯიბრის სასკოლო ეტაპი გადალახეს: მარიამ ხვედელიძემ, ანა მიხეილიძემ, თამარ გაფრინდაშვილმა, ლელა კეკენაძემ და გიორგი კავთელაძემ და გადავიდნენ რეგიონალურ ტურში, რომელიც ჩატარდა ქალაქ თელავში, მეშვიდე საჯარო სკოლაში“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს