სკოლა-ლიცეუმ ''ცოდნაში'' ნოდარ დუმბაძის შემოქმედებითი საღამო - ''მზიანი გულის მწერალი'' გაიმართა
07-06-2017
სკოლა-ლიცეუმ ''ცოდნაში'' სასწავლო პროექტის ფარგლებში, ნოდარ დუმბაძის შემოქმედებითი საღამო ''მზიანი გულის მწერალი'' ჩატარდა. ღონისძიებაში VII-XI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. შემოქმედებით საღამოს ესრებოდნენ ნოდარ დუმბაძის ქალიშვილი ქეთევან დუმბაძე და ოჯახის ახლო მეგობრები, თბილისის მერიის გლდანის რაიონის გამგებლის მოადგილე ნანა ციმაკურიძე, მოსწავლეთა მშობლები და სხვები. მოსწავლეები და მასწავლებლები მიიწვიეს ნოდარ დუმბაძის დარბაზში (ეროვნული ბიბლიოთეკა), სადაც მწერალზე შექმნილი დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია გაიმართება. შემოქმედებითი საღამო ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ხელმძღვანელის, დარეჯან ცხომარიას ინიციატივითა და ხელმძღვანელობით გაიმართა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს