სალხინოს საჯარო სკოლის მოსწავლეებს ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით მონაწილეობისთვის სიგელები გადაეცათ
04-12-2019
მარტვილის მუნიციპალიტეტის ბესიკ ხულორდავას სახელობის სალხინოს საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ აქტიურად მონაწილეობენ.
სკოლის მოსწავლეებს, ნინო ცაავასა და ლიკა ლაშხიას, მარტვილის ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილეობისთვის სიგელები გადაეცათ.
ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით მარტვილის N1 საჯარო სკოლაში ჩატარდა, სადაც მარტვილის ეტალონი მოსწავლე გამოვლინდა.